LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენსიონერების სესხზე დაწესებულ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით პარლამენტში იმსჯელებენ

109
პარლამენტი

საქართველოს პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პენსიონერების სესხზე დაწესებულ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ.

კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის, „ლიბერთი ბანკისა“ და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების მისვლა იგეგმება.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერების, ალეკო ელისაშვილის და ლევან იოსელიანის განცხადებით, პენსიონერებს პენსიის წინასწარ აღებისას მაღალი პროცენტი ეჭრებათ, რაც მათ სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს.