LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ე.წ. “კომენდანტის საათი” კვლავ ძალაში რჩება

103
5fe1bea0dd475

სა­ქარ­თვე­ლო­ში და­წე­სე­ბუ­ლი ღა­მით გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა ძა­ლა­ში რჩე­ბა. აღნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მა­ზე მი­ი­ღეს, რო­მე­ლიც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით დღეს ვი­დე­ო­კონ­ფე­რენ­ცი­ის ფორ­მატ­ში გა­ი­მარ­თა.

4-11 მაისი უქმე დღეებად ცხადდება – საკოორდინაციო საბჭომ დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართა

“საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, არ­სე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ამ ეტაპ­ზე ძა­ლა­ში რჩე­ბა ღა­მის 21:00-05:00 სა­ა­თამ­დე გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე მოქ­მე­დი შე­ზღუდ­ვა” – ნათ­ქვა­მია მთავ­რო­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

„დადებითობის მაჩვენებელი 2%-ს გადასცდა, რაც საყურადღებოა და იმას ნიშნავს, რომ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი იზრდება. ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელმაც ბევრი ევროპული ქვეყანაც იყენებს და იქ ბევრად უფრო მკაცრი რეგულაციებია დაწესებული, რადგან ეს უკიდურესად საჭიროა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის მოქალაქეების წუხილი და დისკომფორტი, რომელიც მოჰყვება ამ შეზღუდვას, მაგრამ ეს ქმედითი მექანიზმია“,- განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები