LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის მიზანმიმართული იერიში კრიტიკულ აზრის ჩახშობის მიზნით – ელენე ხოშტარია “ფორმულას” თანამშრომლებს მხარდაჭერას უცხადებს

46
ელენე-ხოშტარია

პოლიტიკური მოძრაობა “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია, ტელეკომპანია “ფორმულას” თანამშრომლებზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური ძალადობა საგანგაშო და უკიდურესად სახიფათოა.

“ტელეკომპანია ფორმულას მძღოლებზე სხვადასხვა ადგილას განხორციელებული თავდასხმა ვერ იქნება და არ არის რიგითი კონფლიქტი. ეს არის მიზანმიმართული იერიში კრიტიკულ აზრის დახშობის მიზნით. ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ სიძულვილის ენის გამოყენება და გამუდმებული თავდასხმა მედიის წარმომადგენლებზე, მსგავს თავდასხმებს ახალისებს.

ჩვენ არ შევეგუებით განსხვავებული აზრის დევნას, კრიტიკული მედიის გაჩუმების მცდელობას და მათზე ძალადობას. სრული მხარდაჭერა ტელეკომპანია ფორმულას, მის ყველა თანამშრომელს და კრიტიკულ, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს,” – აცხადებს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით, „ფორმულას“ 2 თანამშრომელს თავს დაესხნენ