LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეგულაციების გავრცელება ყველგან ერთნაირად უნდა ხდებოდეს, ეკლესიაში წირვაზე თუ პოზნერის ნადიმზე: სალომე ზურაბიშვილი

76
სალომე-ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოდის, სადაც ქვეყნის სხვადასხვა გამოწვევებზე საუბრობს. ერთ-ერთი ქვეყანაში არსებული ვაქცინაციის პროცესი და ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის დაწესებული შეზღუდვებია.

მისი განცხადებით, საზოგადოებამ რეგულაციების დაცვა ყველგან ერთნაირად უნდა უზრუნველყოს, რათა ვირუსის გავრცელების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად არ მოიმატოს.

“მიმაჩნია, რომ ერთიანობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი არსებული რეგულაციების ყველაზე ერთნაირად გავრცელებაა. ყველგან: ფეხბურთის სტადიონზე, ნოვრუზის დღესასწაულზე თუ ეკლესიაში წირვაზე, ან კიდევ პოზნერის ნადიმზე თუ ჩვენი მოქალაქეების დიდი ხნით გადადებულ ქორწილებში და დაბადების დღეებზე, საპროტესტო აქციებზე თუ სხვა საზოგადოებრივ თავყრილობებზე. მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ ჰყოფნის. თითოეული მოქალაქის შეგნებაზე, პირბადის ტარებაზე, დროულ ვაქცინაციაზე და გაფრთხილებაზე გადის ჩვენი საზოგადოების ბედი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.