LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 აპრილს დაღუპულებმა სათავე დაუდეს საბჭოთა კავშირის დაშლას, მათ საქართველოს დამოუკიდებლობას ჩაუყარეს საფუძველი: აკაკი ბობოხიძე

70
Untitled design

“9 აპრილს დაღუპულებმა დაუდეს სათავე საბჭოთა კავშირის დაშლას და ყველა მოკავშირე რესპუბლიკის დამოუკიდებლობას.” – “ევროპული საქართველოს” წევრი აკაკი ბობოხიძე 9 აპრილს გარდაცვლილებს იხსენებს და ამბობს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია და მას მხოლოდ ამ დღეს დაღუპულთა მსხვერპლი არ ჰყოფნის.

აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ამ დღეს დაღუპულებმა საქართველოს დამოუკიდებლობას ჩაუყარეს საფუძველი:

“სამწუხაროდ, თავისუფლებისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია და ბუნებრივია, რომ თავისუფლებას არ ჰყოფნის მხოლოდ 9 აპრილს დაღუპულთა მსხვერპლი. მინდა, ახალმა თაობამ იცოდეს, რომ ამ დღეს დაღუპულებმა საქართველოს დამოუკიდებლობას ჩაუყარეს საფუძველი. 9 აპრილს დაღუპულებმა დაუდეს სათავე საბჭოთა კავშირის დაშლას და ყველა მოკავშირე რესპუბლიკის დამოუკიდებლობას.

ესენი არიან ადამიანები, რომელთა ხსოვნა არა მხოლოდ საქართველოს მომავალს, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ყოფილი მოკავშირის მოქალაქეებს უნდა ახსოვდეთ. ეს არის ხალხი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირა თავისუფლებისთვის ბრძოლაში.” – განაცხადა ბობოხიძემ.

შეგახსენებთ, 9 აპრილის ტრაგედიიდან დღეს 32 წელი შესრულდა. 

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.