LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსაზღვროდ მადლიერები ვართ მათი, ვინც 9 აპრილს საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს დამოუკიდებლობას შესწირა: მიხეილ ჩხენკელი

77
Untitled design

“უსაზღვროდ მადლიერები ვართ მათი, ვინც 9 აპრილს უშიშრად იდგა საქართველოს თავისუფლების სადარაჯოზე და საკუთარი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს დამოუკიდებლობას.” – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მთავრობის წევრებთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილს, მშვიდობიანი მიტინგისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მიხეილ ჩხენკელმა მემორიალი ტიტებით შეამკო.

მისი განცხადებით, თითოეული ამ ადამიანის გმირობა ქართველი ხალხის მეხსიერებაში და ქვეყნის ისტორიაში დარჩება როგორც თავდადების საამაყო მაგალითი მომავალი თაობებისთვის:

“დღეს, ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გარდამტეხ თარიღს აღვნიშნავთ. 9 აპრილი ტრაგიკული და ამავე დროს საამაყო დღეა – თავისუფლების გამარჯვების დღე.

32 წლის წინ, ათობით ათასი ქართველი გაერთიანდა ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ, რათა მოეპოვებინა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კი შეიძლება ქვეყანას ჰქონდეს – დამოუკიდებლობა. 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან სამ ათწლეულზე მეტი გავიდა, თუმცა თითოეული ჩვენგანი ყოველთვის დიდი გულისტკივილით და ამავე დროს, სიამაყით ვიხსენებთ ამ დღეს.

უსაზღვროდ მადლიერები ვართ მათი, ვინც 9 აპრილს უშიშრად იდგა საქართველოს თავისუფლების სადარაჯოზე და საკუთარი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს დამოუკიდებლობას.
თითოეული ამ ადამიანის გმირობა ჩვენს მეხსიერებაში და ქვეყნის ისტორიაში დარჩება როგორც თავდადების საამაყო მაგალითი მომავალი თაობებისთვის.” – განაცხადა ჩხენკელმა.

შეგახსენებთ, 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით პარლამენტთან, 9 აპრილის მემორიალს მთავრობის წევრები, დაღუპულთა ოჯახის წევრები და მოქალაქეები ყვავილებით შეამკობენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები