სოფელ კოდაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ორი პირი. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ისინი ბებია და შვილიშვილი არიან.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“ფორტუნა” დეტალების დაზუსტებას შსს-ში ცდილობს, ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ფოტომასალას “მთავარი არხი” ავრცელებს.