LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ივანიშვილი-გავრილოვის სამართლის კოდექსი” – მოძრაობა “შეცვალეს” წევრებმა საქალაქო სასამართლოს ეზოში აქცია-პერფორმანის გამართეს

64
Untitled design (8)

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მოძრაობა “შეცვალეს” წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს.

სხვადასხვა ფორმაში, მათ შორის მოსამართლის ფორმაში გამოწყობილი აქტივისტების განცხადებით, დღეს, ივანიშვილისა და გავრილოვის რეჟიმის პირობებში, ამ ფორმას არანაირი კავშირი არ აქვს სამართლიანობასთან.

აქციის მონაწილეებს სასამართლოსთან მიტანილი ჰქონდათ ფლაერები სხვადასხვა წარწერით, მათ შორის: “ივანიშვილი-გავრილოვის სამართლის კოდექსი”.

მათი განცხადებით, პერფორმანსის მთავარი სათქმელი არის ის, რომ ქვეყანაში ყველაფერი გავრილოვ-ივანიშვილის დაკვეთით მოქმედებს; რომ სწორედ გავრილოვის დაკვეთით დააკავეს ნიკა მელია და რომ გავრილოვის ჩამოყვანის შემდეგ დაიწყო ის რეპრესიული პროცესები, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, დღეს საქალაქო სასამართლოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, სხდომას არ ესწრებოდა თავად ბრალდებული.

იმისათვის, რომ ბრალდებულმა საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრება შეძლოს, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, სასამართლო პროცესი 13 აპრილს, 11:00 საათზე გადაინიშნა.

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 13 აპრილისთვის გადაიდო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები