LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პრინციპში არაფერი მიქნია, ჩავთვალე, რომ არ იყო საგანგაშო სიტუაცია” – ბაქრაძის საქმეზე ბრალდებული ექიმის შეცვლილი ჩვენება ვრცელდება

180
BeFunky-collage

პროკურატურამ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე 2 ექიმს და 1 ექთანს ბრალი გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის წარუდგინა.

ბრალი წარუდგინეს „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმებს ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს თ.გ.-ს.

მედიაში ცოტა ხნის წინ გავრცლედა საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ექიმის,  ვ.ი.-ს ჩვენება, რომელიც მან გამოძიებას მისცა.

აღნიშნულ ჩვენებას “რუსთავი 2” ავრცელებს.

ახალციხის კლინიკა “იმედის” ექიმი, რომელიც პირველ ჩვენებაში ირწმუნებოდა, რომ მეგი ბაქრაძეს, აცრის შემდეგ, ადრენალინი გაუკეთა შეცვლილ ჩვენებაში აღიარებს, რომ მას მეგი ბაქრაძითვის მსგავსი სამედიცინო დახმარება სინამდვილეში არ გაუწევია.

ექიმი ამბობს, რომ სიტუაცია საგანგაშოდ არ მიიჩნია.

“მე მეგონა, რომ უბრალო რეაქცია მისცა, ანუ რაღაც ალერგიული რეაქცია, იმიტომ, ასეთი რაღაცა მინახია ძალიან ბევრი, ეს არის ჩვეულებრივი, შეიძლება ემოციურიც იყო, ემოციური ბავშვიც იყო და ჩავთვალე, რომ არ იყო საგანგაშო სიტუაცია.”

მეგი ბაქრაძის საქმეზე პაატა იმნაძე გამოკითხეს - რა უთხრა გამოძიებას და რატომ გახდა საქმე ბუნდოვანი: ადვოკატების განმარტება

გარდაცვლილი ექთნის საქმე 7 ტომისგან შედგება, საიდანაც 5 ტომი მოწმეების გამოკითხვას ეთმობა.

გამომძიებლის კითხვაზე, უშუალოდ თქვენ რა მოიმოქმედეთ ამ დროს, ექიმი პასუხობს:

“პრინციპში არაფერი არ მიქნია, უბრალოდ ვკითხე, როგორ იყო და საიმედო ადამიანს ჩავაბარე… არა არაფერი არ გამიკეთებია, იმიტომ რომ არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ თითქოს ეს იყო ანაფილაქისს მაჩვენებელი…”- აცხადებს ექიმი დაკითხვის დროს.

თქვენს კითხვაზე გიპასუხებთ, რომ პროტოკოლის შესაბამისად ექიმის ფუნქციას არ წარმოადგენს პაციენტის გასინჯვა აცრის წინ. მოცემულ შემთხვევაში გასინჯვა გულისხმობს, ფილტვების მოსმენას, ყელშიო ჩახედვას, გულის ტონების მოსმენას და მუცლის გასინჯვას, რაც მეგის შემთხვევაში და არც სხვების შემთხვევაში არ მომხდარა, რადგან როგორც აღვნიშნე, აღნიშნული არ იყო გათვალისწინებული, პროტოკოლით, მაგრამ ვახდენთ შესაბამისი კითხვარით ინფორმაციის მიღებას,მათ შორის ვეკითხებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და თუკი  მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დადგინდა რომ აქვს ჩივილები, მერე გავსინჯავ და თუ არსებობს რისკი რომ უკუჩვენება დაფიქსირდეს არ ჩავატარებ ვაქცინაციის პროცესს”.

ექიმი ასევე ამბობს, რომ რაიმე გარემოება, რასაც შეიძლებოდა პოსტვაქცინური უკუჩვენება გამოეწვია არ არსებობდა.

კითხვაზე – რა ტემპერატურა ჰქონდა მეგი ბაქრაძეს აცრამდე, ექიმი ჩვენებაში წერს, რომ:

“მეგის მე თავად გავუზომე ტემპერატურა, და მას აცრის წინ აღენიშნებოდა – 36,7”

27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე 2021 წლის 19 მარტს გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 18 მარტს გაუარესდა, მას შემდეგ, რაც ის ახალციხის “იმედის” კლინიკაში “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრა. ექთანი თბილისში გადაიყვანეს, სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა. ჯერჯერობით, სიკვდილის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

პროკურატურა აცხადებს, რომ მომხდარის გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით – გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით 19 მარტს დაიწყო.

ამავე თემაზე:

გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჩვენს კლინიკაში შემოყვანილი მედდა უკვე გარდაცვლილი იყო, სიცრუეა: ლევან რატიანი

“კლინიკა “იმედის” სამედიცინო პერსონალი საუბრობს ვაქცინაციის შემდგომ დახმარების დაგვიანებაზე და იმაზე, რომ პრაქტიკულად, გარდაცვლილი წაიყვანეს თბილისში” – მეგი ბაქრაძის ადვოკატი

მეგი ბაქრაძე იდგა კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზზე, გთხოვთ, ოჯახისთვის კომპენსაციის საკითხი განიხილოთ: ანტონ ობოლაშვილი დეპუტატებს მიმართავს