LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ შერზინგერის ემოციური ვიზიტი ბავშთა საავადმყოფოში (ფოტო)

62

ცნობილმა მომღერალმა  და X Factor-ის ჟიურის წევრმა ნიკოლ შერზინგერმა მადლიერების დღე ლონდონის ორმონდის საბავშვო ჰოსპიტალში გაატარა. 39 წლის ვარსკვლავმა ის პატარები მოინახულა, ვისაც მძიმე დიაგნოზის გამო კლინიკაში უწევს დღესასწაულების აღნიშვნა.

პატარა პაციენტებისთვის და თავად მუსიკოსისთვის ეს შეხვედრა ერთნაირად ემოციური გამოდგა. მომღერალმა პატარებისგან ისტორიები მოისმინა, საჩუქრად ნახატებიც მიიღო და მშობლებთან გასაუბრებაც მოახერხა. ცნობილია, რომ ნიკოლ შერზინგერი აქტიურად ერთვება ყველა საქველმოქმედო ღონისძიებაში. ჰოსპიტალში ვიზიტამდე მან სასტუმრო Rosewood-ის საახალწლო წვეულებაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც შეგროვეული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები