LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვოლსკი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით საჯაროდ აიცრა

58
volski

საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრა. გიორგი ვოლსკი „ასტრაზენეკას“  ვაქცინით აიცრა.

ვიცე – სპიკერი აცხადებს, რომ ვაქცინაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს.

 „თავს კარგად ვგრძნობ, ავიცერი ინგოროყვას კლინიკაში. ყველაზე დიდი უნდობლობა და საფრთხე რაც კაცობრიობას ემუქრება ეს საშინელი ვირუსია“, – აცხადებს ვოლსკი.

შეგახსენებთ, საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ქვეყანამ კიდევ ერთი წარმოების, „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა გასულ კვირას მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები