სავარაუდოდ, იაპონელი მეცნიერების აღმოჩენის წყალობით, უახლოეს მომავალში დაზიანებული კბილის ქსოვილის აღდგენა იქნება შესაძლებელი. როგორც ცნობილია, კბილი ადამიანის ერთადერთი ორგანოა, რომელსაც რეგენერაციის უნარი არ გააჩნია, თუმცა აღმოჩენის წყალობით ეს შესაძლოა შეიცვალოს.
კიოტოსა და ფუკუის უნივერსიტეტების მკვლევარებმა შექმნეს პრეპარატი, რომელმაც თაგვებში და სინდიოფალებში დაზიანებული კბილების აღდგენა და დაკარგული კბილების თავიდან გაზრდა მოახერხა.
მათ შეძლეს გენი USAG-1-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენა, რომელიც დაკარგული კბილების აღდგენას აფერხებს. ანტისხეულების საშუალებით გენის დაბლოკვა და დაკარგული კბილის სრულად აღდგენა გახდა შესაძლებელი, ისევე როგორც დაზიანებული ქსოვილების რეგენერირება.
თაგვებსა და სინდიოფალებში მონოკლონური ანტისხეულების მხოლოდ ერთმა ინექციამ შეძლო დაკარგული კბილების სრულიად აღდგენა, თუმცა პრეპარატის ადამიანებში გამოყენებამდე წინ დიდი გზაა. კვლევის შემდეგ საფეხურზე ანტისხეულების გამოცდა ღორებზე და ძაღლებზე მოხდება.
კვლევა სრული სახით სამეცნიერო ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.