LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუსტაფა ემრე ჩაბუქს 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა 24 თებერვლამდე გაუხანგრძლივდა

68

თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს, სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა 24 თებერვლამდე გაუხანგრძლივა.

მოსამართლემ სარეზოლუციო ნაწილის წარდგენისას განმარტა, რომ დაცვის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი ახალი გარემოება და კვლავ სახეზეა ის საფრთხეები, რომელზე დაყრდნობითაც მუსტაფა ემრე ჩაბუქს თავდაპირველად შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა.

როგორც ადვოკატებმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადეს, ისინი მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რათა მუსტაფა ემრე ჩაბუქს სამთვიანი წინასწარი საექსტრადიციო პატიმრობა გახანგრძლივებულიყო. პროკურატურის პოზიციას არ დაეთანხმნენ ადვოკატები და მათ სასამართლოს შესთავაზეს გირაო 10 000 ლარის ოდენობით.

დემირელის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მენეჯერი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთის მხარის მოთხოვნით საქართველოში 24 მაისს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები