LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო დარასელი: „რუსო რაც გამოვიდა, პატარა ბავშვივით თითქოს პირველ ნაბიჯებს დგამს, ყველაფერს თავიდან სწავლობს, ჩვენთან ურთიერთობასაც კი…“

538
daraseli45

ჟურნალისტი ნინო დარასელი დედის, რუსუდან კერვალიშვილის ციხიდან გათავისუფლებას ეხმიანება, ყველა მხარდამჭერს მადლობას უხდის სიყვარულისა და თანადგომისთვის და წერს:

„ეს დღეები სულ ვფიქრობ, როგორ გადავუხადო იმ უამრავ ადამიანს მადლობა, ვინც ეს წლები ჩვენთან ერთად იდარდა, თუ ბოლო დროს ცოტა მაინც გაიხარა.

5 წელია, რა აღარ დატრიალდა ჩვენს თავს, ვერც ერთი ისარი ვერ ავიცდინეთ. ყველაფერი იყო, რაც კი ცუდი შეიძლებოდა დაგვმართოდა. სიკვდილიც კი …

მაგრამ უცნაურად მეტი კარგი იყო, თუ დამამახსოვრდა, არ ვიცი.

ბევრად მეტი კეთილი, გვერდში მდგომი, მოულოდნელი გულშემატკივარი აღმოჩნდა ჩვენ გვერდით. ალბათ, სწორედ ამან გაგვაძლებინა, გადაგვატანინა, ფეხზე დაგვაყენა და დღემდე სიძლიერეს გვმატებს.

რუსო რაც გამოვიდა, პატარა ბავშვივით თითქოს პირველ ნაბიჯებს დგამს, ყველაფერს თავიდან სწავლობს, ჩვენთან ურთიერთობასაც კი. დახმარებას რომ ვთავაზობ, უარობს, ჩემით გავერკვევიო. არ იმჩნევს, რომ რაღაცებს ცოტა ჩამორჩა☺.

თუმცა ერთი რამ, ეტყობა, ყველაზე მეტად დასჭირდა და პირველი, რაც მობილურის ხელში დაჭერისას მკითხა: გული როგორ დავწეროო? ჰოდა, მიხარია, რომ ისევ გულები ეწერინება და უყვარხართ. სანამ ის ისწავლის ,მე დაგიწერთ მისი და მაიას მაგივრად ბევრ გულს❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️და მადლობას გადაგიხდით გადარჩენისთვის,

ნამდვილად

დედამიწას სიყვარული ატრიალებს, ჩემო დომენიკო❣❣❣❣( გურამ დოჩანაშვილი)“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები