2017 წელს საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელი ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი ნ’გოლო კანტე გახდა.
გამოკითხვაში, რომელიც ჟურნალმა France Football-მა ჩაატარა, კანტემ 90 ქულა აიღო.
კანტემ ხუთი ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ კილიან მბაპემ (“პარი სენ-ჟერმენი”), მესამე იყო “რეალის” ფორვარდი ქარიმ ბენზემა – 52 ქულა.
ამ სეზონში “ჩელსის” ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე 21 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.