კონსტანტინე გამსახურდია გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება და მერაბ კოსტავას ლექსიდან ამონარიდს იხსენებს.
სტატუსს თან ურთავს ფოტოს, რომელიც მისი თქმით,1985 წელს ბაკურიანშია გადაღებული.
“გურამის წასვლაზე გამახსენდა ერთი ადგილი მერაბ კოსტავას ცნობილი ლექსიდან:
“შლეგებს მოვგავდით მოყმენი ცხრანი
ვეფხთან სარკენად ველად გასულებს”
ეს ფოტო 1958 წელსაა გადაღებული ბაკურიანში. სამნი – ჯონდო მეტრეველი, ზვიად გამსახურდია და გურამ დოჩანაშვილი მოჩანან იმ ცხრათაგან, ვინც 1956 წლის მღელვარებების შემდეგ, სადაც ქართველი
ხალხი გარეგნულად სტალინს გამოექომაგა, მაგრამ ჩახშობილმა არაცნობიერმაც იფეთქა, და ამ ბიჭებმაც სწორედ იმ კოლექტიური არაცნობიერის ძირითადი გზავნილი გაშიფრეს და პროკლამაციაზე
დაიტანეს: და რაზე იყო საუბარი მასში? სამსჯავროზე, რომელიც კომუნიზმს უახლოვდება, ქართველი ერის თავისუფლებაზე, სოლიდარობაზე გმირი უნგრელი ხალხის მიმართ.
ამის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველო რეალობად იქცა, გურამმა იარა ინდივიდუალური გზით და შექმნა თავისი განუმეორებელი ფურცელი მწერლობაში. გაანათლოს ღმერთმა”.- წერს კონსტანტინე გამსახურდია.