LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად იმატებს: ამინდის პროგნოზი

137
ამიდიფ

მომდევნო დღეების განმავლობაში, საქართველოში ამინდის პროგნოზი მკვეთრად გაუმჯობესდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 აპრილის დღის პირველ მონაკვეთში, ქვეყნის მასშტაბით, დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +10, +15, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +13, +18 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 4 და 5 აპრილს საქართველოს ზოგ რეგიონში იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექიც.
დაბლობსა და ბარში ჰაერი +18, +23 გრადუსამდე გათბება.

რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას თბილისში – დედაქალაქში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
3 აპრილს ჰაერი +15, +17 გრადუსამდე გათბება, 4 და 5 აპრილს კი მაქსიმალური ტემპერატურა +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.