„ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან სამართალდამცველებმა 12 პირი დააკავეს.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, მოქალაქეები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.
აქტივისტების ინფორმაციით, დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარტია „ქართული ოცნების” ოფისთან უმრავლესობის წევრის გიორგი ვოლსკის გამოჩენას ხმაური მოჰყვა.
შეგახსენებთ, პარტიის ოფისთან პირველ ვიცე – სპიკერს, გიორგი ვოლსკის აქტივისტები შეძაქხილებით „მონა, მონა“ შეხვდნენ, რასაც ვოლკიმ უხერხული ჟესტით უპასუხა.
„ქართული ოცნების” ოფისთან, სადაც პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომები უნდა გაიმართოს, სამოქალაქო აქტივისტების აქცია იმართება.
აქციის მონაწილეებმა ადგილზე მავთულხლართები მიიტანეს. ისინი ადგილზე იმყოფებიან შემდეგი შინაარსის პლაკატებით: „აფხაზეთი საქართველოა“ , „რუსული ოცნება“, „დიდება გმირებს“.