Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
კახა კალაძემ ლილოს ბაზრობაზე ნაყიდი საახალწლო ილუმინაციებით საკუთარი სახლის აივანი მორთო – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძემ ლილოს ბაზრობაზე ნაყიდი საახალწლო ილუმინაციებით საკუთარი სახლის აივანი მორთო

265

დედაქალაქის მერი  ლილოს ბაზრობას ესტუმრა. კახა კალაძემ საახალწლო ილუმინაციებისა და სათამაშოების სექცია დაათვალიერა.

„ჩვენ წამოვიწყეთ ძალიან საინტერესო აქცია ერთად შევქმნათ ახალი წელი, ერთად მოვრთოთ ჩვენი დედაქალაქი და ჩვენ ვთხოვეთ მოსახლეობას, ვისაც რა შესაძლებლობა აქვს, ჩაერთოს ამ აქციაში და ერთად მოვრთოთ ჩვენი ფანჯრები, ჩვენი აივნები. ჩვენ ყველა შეძლებისდაგვარად ვემზადებით საახალწლოდ. ჩვენ ვართ ლილოს ბაზრობაზე და გვინდა, შევიძინოთ საახალწლო ილუმინაცია, რომელიც შემდეგ გადმოვკიდო ჩემი სახლის აივანზე“, – განაცხადა კალაძემ.

 

https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial/videos/1139245832845518/

 

თბილისის მერმა ლილოს ბაზრობაზე 14 ლარის შენაძენი გააკეთა. ნაყიდი საახალწლო ილუმინაციებით კი საკუთარი სახლის აივანი მორთო.

„მეც ვიღებ მონაწილეობას აქციაში „ერთად მოვრთოთ ქალაქი“. დღეს ყველას გელოდებით დედა ენის ბაღში. შეგიძლიათ წამოიყვანოთ თქვენი პატარები, შვილები, შვილიშვილები. 20:00 საათზე, ნიაზ დიასამიძის კონცერტი იწყება და სასიამოვნო გარემო დაგხვდებათ. ჩვენ მომავალშიც მოგვიწევს თანამშრომლობა და მე მაქვს თქვენი თანადგომის იმედი“, – ამბობს ვიდეო მიმართვაში კახა კალაძე, რომელიც საკუთარი „ფეისბუკის“ გვერდზე გაავრცელა.

კალაძე მოსახლეობას სთხოვს, ახალი წლის განწყობის ასამაღლებლად შეძლებისდაგვარად მორთონ საკუთარი აივნები

https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial/videos/1139276869509081/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები