მოქალაქეები, რომლებსაც ასთმა აქვთ, ვაქცინაცია რეკომენდირებულია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ასთმის მქონე ადამიანები მიეკუთვნებიან თვითონ კოვიდით დაავადების მაღალი რისკის ჯგუფს და შესაბამისად, ეს არის ის ჯგუფი, რომელიც ერთ-ერთი პირველი უნდა აიცრას.
ასევე უნდა აიცრან ის ადამიანებიც, ვისაც მედიკამენტებზე, შრატებზე ჰქონიათ რეაქცია ან ანაფილაქსია”. – განაცხადა ზახაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაცია ოკვე ორი კვირაა, მიმდინარეობს. დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ჩინური ვაქცინის დოზები შაბათს ჩამოვა.
რეინფიცირების სამი შემთხვევაა დადასტურებული, 140-მდე შემთხვევა კი საეჭვოა – ზახაშვილი