ლიკა ევგენიძე და ნიკა კოჩაროვი გრძნობებს აღარ მალავენ. ისინი საახალწლო რეკლამის გადაღებაზეც ერთად მივიდნენ და პოზირებდნენ, ასევე ახლახან გამოსულ „სითი“-ს ფურცლებსაც ამშვენებენ ერთად გადაღებული ფოტოთი და ინტერვიუთი.
თბილისში მოარული ხმები დადასტურდა. ლიკა და ნიკა ერთად არიან. შეგახსენებთ, რომ ორივე მათგანი გაშორებულია მეუღლეებს. ლიკასაც და ნიკასაც პირველი ქორწინებიდან ორ-ორი შვილი ჰყავთ.
მათი რომანი სულ რამდენიმე თვეს ითვლის. „სითი“-სთან საკუთარ გრძნობებზე წყვილს არ უსაუბრია, მაგრამ ფოტოებით საკუთარი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ დაუფარავად გამოამჟღავნეს.