LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რეფერენდუმის შედეგები საოცარი გამოსვლით სწორედ ამ დარბაზში წაიკითხა” – ელისაშვილის ინიციატივაა, პლენარულ სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი ეწოდოს

66
Untitled design (3)

“მე და ჩვენი პარტია ფიქრობს, რომ სწორი იქნებოდა, ამ სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი ეწოდოს.” –  პოლიტიკური პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი პლენარულ სხდომაზე ინიციატივით გამოვიდა, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს სწორედ ზვიად გამსახურდიას სახელი ეწოდოს.

აღნიშნული ინიციატივის შესახებ, პოლიტიკოსმა საქართველოში ჩატარებული რეფერენდუმის 30 წლისთავზე საუბრის დროს განაცხადა.

“ყველას ვულოცავ ამ ეპოქალური მნიშვნელობის დღეს” – პრემიერი საქართველოში ჩატარებული რეფერენდუმის 30 წლისთავს ეხმაურება

“30 წლის წინ რეფერენდუმის შედეგები საოცარი გამოსვლით სწორედ ამ დარბაზში, ცოტა სხვა ინტერიერის იყო ეს დარბაზი, მაგრამ, ამ დარბაზში წაიკითხა და საქართველოს სახელმწიფოებრივი თავისუფლების აღდგენის დეკლარაცია და აქტი წაიკითხა ზვიად გამსახურდიამ. სწორედ ამ კედლებში, ამ ჭერქვეშ. ამდენად, მე ვფიქრობ და ჩვენი პარტია ფიქრობს, რომ სწორი იქნებოდა, რომ აი ამ დარბაზს, ამ სხდომათა დარბაზს, ქართული სახელმწიფოს პარლამენტის სხდომათა დარბაზს ეწოდებოდეს სწორედ ზვიად გამსახურდიას სახელი.” – თქვა ელისაშვილმა.

30 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, რეფერენდუმი ჩაატარა. რეფერენდუმის გზით კი ქართულმა საზოგადოებამ დამოუკიდებელი საქართველოს იდეას მისცა ხმა.

დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. მას 82 წელი შეუსრულდებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა და არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგეს

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები