LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში პირველი სრული ზომის უპილოტო ავტობუსი გამოჩნდა

84
busspinnews

ევროპაში პირველი სრული ზომის უპილოტო ავტობუსი ესპანურ ქალაქში ივლის. უნიკალური პროექტი მალაგაში დაიწყება. ქალაქში ივლის 12 მეტრის სიგრძის ავტობუსი, რომელიც 60 მგზავრს მოემსახურება. ტრანსპორტის მარშრუტი ქალაქის ცენტრზე გაივლის და მთლიანობაში 8 კილომეტრს მოიცავს.

ავტონომიურ ტრანსპორტს უკვე იყენებენ სხვა ევროპული ქალაქები (მაგალითად ბერლინი და კოპენჰაგენი), თუმცა უპირატესობას შედარებით პატარა მოდელებს, 8–10 მგზავრზე გათვლილ ეგზემპლარებს ანიჭებენ. პატარა ავტობუსის მართვა შედარებით მარტივია. ამასთან, ავტონომიური ავტობუსების სიჩქარე როგორც წესი საკმაოდ დაბალია (18–20 კმ/სთ) და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს მისი გადასწრება მარტივად შეუძლიათ.

მალაგის ავტობუსიც შედარებით უფრო ნელია, ვიდრე სხვა ტრანსპორტი, თუმცა მას ერთი განსაკუთრებული მახასიათებელი აქვს. ესპანური კანონის მიხედვით, უპილოტო ტრანსპორტს გზაზე გადაადგილება მძღოლის გარეშე არ შეუძლია და მძღოლი ტრანსპორტში ყოველი შემთხვევისთვის მაინც უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, ახალ ავტობუსში მძღოლი სულ იქნება, თუმცა მართვის სადავეებს თავის თავზე მხოლოდ განსაკუთრებულ სიტუაციაში აიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები