LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპმა საკუთარი ვებგვერდი შექმნა

76
Untitled design (3)

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, საკუთარ ამომრჩეველთან ურთიერთობისთვის ახალი საკომუნიკაციო არხი აქვს.

45office.com – ეს არის ახალი ვებგვერდის მისამართი, რომლის შექმნის შესახებაც ყოფილმა პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ გულშემატკივრებს 29 მარტს განუცხადეს.

აღნიშნულ საიტზე შესულ მომხმარებელს ხვდება ტექსტი:

“დონალდ ტრამპის ოფისი ტრამპის ადმინისტრაციის ბრწყინვალე მემკვიდრეობის შენარჩუნებას ცდილობს. ამასთან, პროგრამას ავითარებს. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივობის საშუალებით, დონალდ ტრამპის საიტი შეეცდება მიაწოდოს ინფორმაცია  მოქალაქეებს მომავალი, დიდი ამერიკის მშენებლობის მიზნით შემუშავებული პროგრამის “ამერიკა უპირველეს ყოვლისა”-ს შესახებ.

საიტის საშუალებით, აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის მომხრეები ტრამპთან ურთიერთობას და საიტზე კომენტარების დატოვებასაც შეძლებენ.

შეგახსენებთ, 6 იანვარს, კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ, სხვადასხვა სოციალურმა პლატფორმამ დონალდ ტრამპს ანგარიშები დაუბლოკა.

სოციალური ქსელების წარმომადგენლების განცხადებით, ტრამპის მიერ ატვირთული მასალები ხელს უწყობდა ძალადობის წახალისებას და მოწოდებას.

„იუთუბი“ დონალდ ტრამპს საკუთარ არხზე მასალის განთავსებას ერთი კვირით უკრძალავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები