LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს – გამოიჩინონ კონსტრუქციული მიდგომა: არჩილ თალაკვაძე

52
არჩილ თალაკვაძე

მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე „ტვიტერზე“ წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე წერს, საქართველოს მომავალი არის ევროატლანტიკური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრობა, რომელიც  ძლიერ დემოკრატიას უნდა ეფუძნებოდეს.

„შესაბამისად, ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს. ოპოზიციურ პარტიებს მოვუწოდებ – გამოიჩინონ მსგავსი კონსტრუქციული მიდგომა საქართველოსთვის საუკეთესო შედეგის მისაღწევად. ეს არის ის, რაც სჭირდება და რასაც იმსახურებს ჩვენი ხალხი და ქვეყანა“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

არ ვაპირებ ამ საკითხზე ახლა საუბარს – შარლ მიშელი არ აკონკრეტებს, რას მოელის მოლაპარაკებებიდან