LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლიბერთი ბანკში“ ბიზნესმენი კრედიტს 10%-ში იღებს, პენსიონერს კი სესხს 36%-ში აძლევენ და ამ დაუცველ ადამიანებს ატყავებენ: ალეკო ელისაშვილი

384
ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი და დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „ლიბერთი ბანკის“ მიერ პენსიონერთათვის პენსიის გაცემის საკითხზე მოსმენის გამართვის ითხოვს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის, სოციალური სააგენტოსა და თავად ბანკის წარმომადგენლების დაბარების თაობაზე, გადაწყვეტილებას დღეს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი მიიღებს.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „ლიბერთი ბანკის“ მხრიდან პენსიონერთა არნახულ ძარცვას აქვს ადგილი.

„პენსიონერთა პენსია და საბანკო პროცენტი მტკივნეული საკითხია. „ლიბერთი ბანკი“ პენსიონერებს ძარცვავს! ჩვენს თვალწინ გამაოგნებელი უსამართლობა ხდება, როცა თუკი „ლიბერთი ბანკში“ ბიზნესმენი მივა, მას შეუძლია კრედიტი 10%-ში აიღოს, ხოლო თუკი სესხს პენსიონერი გამოიტანს, მას 36%-ში აძლევენ და ამ დაუცველ ადამიანებს ატყავებენ. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, პენსიონერთა 50%-ს რამდენიმე თვის და რამდენიმე წლის პენსია წინასწარ აქვს გამოტანილი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები