LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ჩაივლის მედიაცია დანიელსონთან – მხარეები კომპრომისებს ერთმანეთისგან ელოდებიან

70
დანიელსონის შეხვედრა ოპოზიციასთან

კრისტიან დანიელსონის დიპლომატიური მისია გრძელდება, ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი დღეს საბოლოო დოკუმენტს მოლაპარაკებების მაგიდაზე წარმოადგენს.

ოპოზიცია იმედოვნებს, რომ მათი ყველა მოთხოვნა იქნება გათვალისწინებული, კონკრეტულად კი ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, ან მასთან მიმავალი გზა და პოლიტმატიმრების გათავისუფლება. ოპონენტები ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მეტი კონსტრუქციულობისკენ და ურჩევენ, რომ საფრთხის ქვეშ არ დააყენონ ქვეყნის ევროპული მომავალი.

“გონივრულ ფარგლებში, ჩვენ ყველა შანსს გამოვიყენებთ, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს. თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ რადგან ხელისუფლება ექსტრემისტებივით იქცევა, მათ ანგარიშს გავუწევთ,”- განაცხადა “ევროპული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია.

უმრავლესობა კი მედიაციის ფარგლებში შეთანხმების მიღწევის პასუხისმგებლობას ოპონენტებს აკისრებს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათი მხრიდან ყველა კომპრომისული წინადადება უკვე წარმოდგენილია და ახლა მათმა ოპონენტებმა უნდა გადადგან შემხვედრი ნაბიჯები.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ ოპოზიციას მოუწევს საზოგადოების წინაშე მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს და რეალურ კომპრომისზე წავიდეს.

საქართველოს დახმარება ვერ გაგრძელდება თუ არ იქნება პროგრესი

მედიაციას წინ უძღვის ამერიკელი სენატორების განცხადებაც, რომლის თანახმადაც შეერთებული შტატების მხარდაჭერა ვერ გაგრძელდება, თუ არ იქნება პროგრესი. სენატორები შაჰინი, რიში და ჯონსონი აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ორივე მხარემ უნდა იპოვოს გამოსავალი და ეს გამოსავალი კომპრომისზე წასვლით უნდა მოახერხონ.