LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება

80

სადისტრიბუციო კომპანიების მანქანები თბილისში კონკრეტულ საათებში იმოძრავებენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხდა. მან ვიცე-მერსა და მოადგილეს დაავალა, რომ აღნიშნულ კომპანიებთან მოლაპარაკებები დაიწყონ.

“მინდა, ირაკლი ხმალაძეს და მაია ბითაძეს დავავალო, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სადისტრიბუციო კომპანიებთან შეხვედრა და დავიწყოთ მოლაპარაკებები მათთან, რომ დღის განმავლობაში იყოს კონკრეტული საათები, როდესაც მათ ექნებათ შესაძლებლობა ქალაქში გადაადგილების. რადგან ჩვენ ვსაუბრობთ საცობების პრობლემის მოწესრიგებაზე, ეს არის კომპლექსური პრობლემა, რომელსაც სჭირდება მასშტაბური მიდგომები. თუმცა, ის კომპონენტები, რაც ნარჩენების გატანას ეხება, ყვითელ სამარშრუტო მიკროავტობუსებს, სადისტრიბუციო კომპანიების მანქანების გადაადგილებას, ეს უნდა იქნეს დარეგულირებული. ეს ნაწილობრივ ხელს შეუწყობს იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც საცობებთან დაკავშირებით გვაქვს. ამას მოჰყვება კიდევ სხვა ღონისძიებები, რომ საცობების პრობლემა მოგვარდეს”, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები