ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair, ბრიტანელ ტურისტებს მოუწოდებს მინისტრების ნათქვამი დააიგნორონ.
„ბრიტანელმა ტურისტებმა ყურადღება არ უნდა მიაქციონ მთავრობის გაფრთხილებას, თავი არ უნდა შეიკავონ და საზღვარგარეთ მოგზაურობა უნდა დაჯავშნონ“, – აცხადებს ავიაკომპანია Ryanair-ის ხელმძღვანელი მაიკლ ო’ლირი.
Ryanair-ის ხელმძღვანელი ბრიტანეთის მთავრობის რჩევებს უცხო ქვეყნებში მოგზაურობისგან თავის შეკავების შესახებ არ ეთანხმება. როგორც უცხოური მედია წერს, ო’ლირი ამბობს, რომ მასობრივი ვაქცინაცია ვირუსის შეკავებას შეძლებს და საზაფხულო კურორტებზე წელს ხალხმრავლობა იქნება.
შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა 17 მაისამდე აუკრძალა მოქალაქეებს უცხო ქვეყნებში მოგზაურობა – გამგზავრება მხოლოდ გადაუდებელი მიზეზითაა შესაძლებელი.