LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში გუშინ 70 ადამიანი აიცრა – სულ ვაქცინირებულია 5000-მდე მოქალაქე

104
Untitled design (4)

ვაქცინაციის პროგრამის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში უკვე აცრილია 4 924 ადამიანი.

განახლებულ მონაცემებს ვაქცინირებული მოსახლეობის შესახებ,  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

29 მარტის მონაცემებით, დღიურად აცრილთა რაოდენობა 70-ია.

ბოლო ინფორმაცია ვაქცინაციისთვის რეგისტრირებულთა შესახებ 26 მარტს განახლდა. ამ მონაცემით, სპეციალურ პორტალზე booking.moh.gov.ge დარეგისტრირებული იყო 11 273 ადამიანი.

მოსახლეობის აცრა “ასტრაზენაკას”ვაქცინით 15 მარტს დაიწყო. თავდაპირველად ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები იცრებოდნენ, 25 მარტიდან კი ვაქცინაციის პროგრამა 65 წელს ზემოთ მყოფი პირებისთვის გაფართოვდა.

ამასთან, ქვეყანაში მეორე ვაქცინის “ფაიზერის” დოზებიც შემოვიდა, რომლით აცრასაც მოქალაქეები უკვე 30 მარტიდან შეძლებენ.

ქვეყანაში მიმდინარე ეპიდემიური მონაცემები ასე გამოიყურება:

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსით 280 472 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის გამოჯანმრთელებულდა  97%  –  ვირუსისგან სრულად განიკურნა 272 601 პაციენტი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე  3 765 ადამიანი  გარდაიცვალა.

 

 

 

კორონავირუსის 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 382, გარდაიცვალა 14 ადამიანი – 29 მარტის კოვიდსტატისტიკა