LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითმკვლელობის მცდელობა ფოთში- მე-9 კლასელის მშობლები პოლიციაში დაკითხეს

145

ფოთში მეცხრე კლასელმა გოგონამ სკოლის საპირფარეშოში ვენების გადაჭრა გუშინ სცადა, შემდეგ კი დახმარება სკოლის მანდატურს სთხოვა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბავშვი პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

თვითმკვლელობის მცდელობის სავარაუდო მიზეზად, ოჯახური კონფლიქტი სახელდება. გუშინვე პოლიციის შენობაში დაიკითხნენ არასრულწლოვნის მშობლები. მეცხრე კლასელი გოგოს მამის თქმით, გამოძიება დაინტერესდა ადგილი ჰქონდა თუ არა ოჯახურ კონფლიქტს.

“მამამ მივეცი ჩვეულებრივად შენიშვნა შვილს. ყველას გამოგვიცდია, ვინ არ გაწყრომია შვილს? მეტი არაფერი.

ფსიქოლოგთანაც გვყავდა გუშინ წაყვანილი და ინტენსიურად ვატარებთ,”– ამბობს მოზარდი არასრულწლოვანის მამა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები