გომბორის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა.
სხეულის სხვადასხვა დაზიანება აღენიშნება ორ მგზავრს, რომლებიც თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
დამატებითი დეტალების გარკვევას “ფორტუნა” შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.