LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიღაცამ მისცა ის ორი აბი… რა დამალევინეს ამნაირი, თავის ტკივილი მკლავსო: მეგი ბაქრაძის დედა

576
Capture95255555555555555555555555555555555555555555

27 წლის ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების შემდეგ, მისი დედა “კურიერთან” პირველ კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, მეგი ბაქრაძე სრულიად ჯანმრთელი იყო და მთელი ცხოვრების განმავლობაში სულ 4 ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული.

გარდაცვლილი ექთნის დედა, მეგის კორონავირუსით ინფიცირებას გამორიცხავს, რადგან მისი თქმით, მეგის ოჯახის წევრებთან ჰქონდა კონატაქტი და ვირუსი ვინმეს გადაედებოდა.

“ჩვენ განა ის გვკითხეს, ვის ადანაშაულებთ ან რას ფიქრობთ, იკითხეს მეგი ჯანმრთელი იყო თუ არა. ჩვენთვის სხვა არაფერი არ უთქვამთ. ჩემი შვილი იყო ჯანმრთელი. მას თავის სიცოცხლეში აქვს 4 ოპერაცია გაკეთებული: 2 საკეისრო, ბავშვობაში ბრმა ნაწლავი და გლანდები.

თუ კორონა ჰქონდა კიდევ, აქ ამდენი ოჯახია, ფეხმძიმე რძალი ჰყავთ სახლში, პატარა ბავშვები, მოხუცი დედამთილი და როგორ არ გადაედო. თუ ასეთი გადამდები არ არის კორონა და ასე ადვილად იკურნება, არავის არ ედება, მაშინ რატომ არის ამხელა ამბავი კორონაზე?

ვიღაცამ მისცა ის ორი აბი, მელაპარაკა ტელეფონით, მაგრამ ვინ მისცა და რა იყო ის აბი – ესეც არ ვიცით. დალია ეგ და მერე დაეწყო თავის ტკივილები. რა დამალევინეს ამნაირი, რომ თავის ტკივილი მკლავსო, თავი ტკიოდა და იმ წამლისგან იყო თუ რა იყო, არ ვიცი,” – განაცხადა გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის დედამ.

ამავე თემაზე იხილეთ:

მეგი ბაქრაძის საქმის გამოძიებაში “ასტრაზენეკა” ჩაერთო – რა მოითხოვა კომპანიამ

შეუძლოდ, რომ გახდა მაშინვე ადრენალინის ნემსი გავუკეთეთ: ექიმი, რომელმაც მეგი ბაქრაძეს ვაქცინა გაუკეთა

ვიდეო: მშობელი მამა მივედი, მაჩვენეთ მკვდარია თუ ცოცხალია მეთქი, ისიც არ მაჩვენეს… ეჭვი მაქვს მეგი გარდაცვლილი იყო: ვეფხია ბაქრაძე

ვიდეო: ახალციხეში ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა

27 წლის მედდა მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა

შსს-მ ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრები დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ

“ცოლი მომიკალით” – გარდაცვლილი მედდის მეუღლე კლინიკის თანამშრომელს დაუპირისპირდა