ჭყონდიდის ეპარქია 2017 წელს მეუფე სტეფანეს მიერ პეტრე ცაავასთვის მიწერილ წერილს აქვეყნებს. როგორც ეპარქიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, “ამ წერილის გამოქვეყნება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე იმ უფსკრულის პირას აღმოჩნდა, რომელზეც 2017 წელს აფრთხილებდა მიტროპოლიტი სტეფანე”.
წერილს ჭყონდიდის ეპარქია მიტროპოლიტ სტეფანეს ლოცვა-კურთხევით აქვეყნებს.
“ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა უკან დახევისა და ეკლესიის წიაღში თავის შენარჩუნებისა, თუმცა ეს ყოველივე მიტროპოლიტ პეტრეზეა დამოკიდებული“,- განაცხადა მეუფე სტეფანემ.