LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურჯაანში ერთი ადამიანის მკვლელობისა და სამის დაჭრის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს

89
ჩუმლაყი-1

გურჯაანში ერთი ადამიანის მკვლელობისა და სამი ადამიანის დაჭრის საქმეზე დაკავებულ ჯუანშერ და ალექსანდრე ტურიაშვილებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

ტურიაშვილები გამოძიებასთან თანამშრომლობენ და დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებენ.​

აღკვეთ ღონისძიებაზე თელავის რაიონული სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

ამ დროისათვის, ორივე ბრალდებული კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

განზრახ მკვლელობის და სამი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, 25 მარტს სოფელ ჩუმლაყში ერთი ადამიანი მოკლეს და სამი დაჭრეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები