LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რომ იმეორებთ, სააკაშვილი უნდა გაიწიოსო… ლოგიკა არსებობს?!” – მიხეილ სააკაშვილი ინგა გრიგოლიას და ეკა მიშველაძეს მიმართავს

975
BeFunky-collage (20)

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი “ტვ პირ­ვე­ლის” ჟურ­ნა­ლის­ტებს ინგა გრიგოლიას და ეკა მიშველაძეს მი­მარ­თავს.

რო­გორც ექ­სპრე­ზი­დენ­ტი წერს, ისი­ნი მუდ­მი­ვად ამ­ბო­ბენ, რომ “სა­ა­კაშ­ვი­ლი და ივა­ნიშ­ვი­ლი უნდა გა­ი­წი­ონ” და პოს­ტში სწო­რედ მათ პა­სუ­ხობს:

“ძვირფასო TV პირველის ჟურნალისტებო #ინგაგრიგოლია, #ეკამიშველაძე
როდესაც იმეორებთ, რომ სააკაშვილი და ივანიშვილი, ორივე უნდა გაიწიოს, ინგა გრიგოლია თავისი სახელით ამბობს ამას და ეკა მიშველაძე მუდმივად ციტირებს, ვიღაც მითიურ დასავლელ პოლიტიკოსებს, ამაზე ჩემი პასუხი არის შემდეგი:
გყავთ მოქმედი ოლიგარქი ივანიშვილი, რომელიც ყოველდღიურად ანგრევს ქვეყანას, ყოველდღიურად ძარცვავს თითოეულ ქართველს, დემოგრაფიული და ეკოლოგიური კატასტროფა მოაწყო საქართველოში და სააკაშვილი და ივანიშვილი ერთნაირად უნდა გაიწიონო… სააკაშვილი საიდან უნდა გაიწიოს – ლოგიკა არსებობს?!
თუ იმაზე საუბრობთ, რომ მე ჩემს ქვეყანაში არ უნდა ჩამოვიდე სიკვდილამდე? მაგას ვერ ეღირსება ვერავინ – საქართველო არის ჩემი სამშობლო!”-წერს მიხეილ სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები