საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს, სადაც წერს, რომ საფრანგეთში რეანიმაციებში ჰოსპოტალიზებულთა რიცხვი ნოემბრის პიკს უტოლდება. ექიმის შეფასებით, აქტიური ვაქცინაციის ფონზე ეპიდსიტუაციის გაუარესება დაგვიანებულმა ვაქცინაციამ გამოიწვია.
მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
“საფრანგეთში 45 641 ახალი შემთხვევა გვქონდა გუშინ!
❗რეანიმაციებში ჰოსპოტალიზებულთა რიცხვი ნოემბრის პიკს უტოლდება თითქმის- 4903 მაშინ და 4766 ახლა!
❗2 კვირაში სიტუაცია უფრო დამძიმდება და ტრიაჟის საშიშროების წინ დავდგებითო, ინფექციონისტ-ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ!
❗ევროპის ქვეყნებმა, მათ შორის გერმანიამ საფრანგეთი სარისკო ქვეყნების რიცხვში შეიყვანა და გაამკაცრა მგზავრობის პირობები!
❓ჩნდება ლოგიკური კითხვა- აქტიური ვაქცინაციის ფონზე რატომ გაუარესდა მდგომარეობა?
პასუხი მარტივია:
1. ვაქცინაცია დავიწყეთ დაგვიანებით და თავიდან ძალიან ნელი ტემპით! ფრანგი იოლად არ ენდობა სიახლეს და მავნე ანტივაქსერებმა აქაც “კარგად” იმუშავეს ხალხის დასაპანიკებლად, ზუსტად ისე, როგორც ჩვენთან იმ თითქმის ყველასთვის საყვარელმა ვაი-ექსპერტმა!
2. ეკონომიკის გადასარჩენად მშობლებს რომ ემუშავათ, სკოლები გაიხსნა, როცა ბრიტანული ვარიანტი უკვე ბობოქრობდა საფრანგეთში, რამაც გამოიწვია ვირუსის უკონტროლო პროპაგაცია! სკოლები იქცა ინფიცირების კერებად, ბევრი პოზიტიური დაფიქსირდა!
3. ამინდები გამოვდა და ხალხი მოეფინა ქუჩებსა და პარკებს. საბედნიეროდ კაფე-რესტორნები და სავაჭრო ცენტრები ამოქოლილია!
? ჩვენი სირთულეების პარალელურად დიდ ბრიტანეთში სიტუაცია ძალიან დამაიმედებელია! რატომ და ინგლისელები აიცრნენ დროულად, მასიურად და სარეკორდო ტემპით, სხვათაშორის ასტრა ზენეკათი!..
✅ და ბოლოს, პოზიტიურ ნოტაზე დავამთავრებ მაინც, არსებული ვაქცინები კლასიკურ ვარიანტთან ერთად ბრიტანულზეც ეფექტურია! არ მოიცავს სამხრეთ-აფრიკულსა და ბრაზილიურს, რომელიც საქართველოში არ არის, როგორც ვიცი და საფრანგეთშიც ცოტაა!
✅ სასწრაფოდ უნდა გავუმკლავდეთ არსებულ ვარიანტებს, სანამ მათგან ახალ-ახალი შტამები გაჩენილა, რაც მოსალოდნელია! მიხარია, რომ აჩქარდა აცრის ტემპი სამშობლოში და არ დააგდოთ, აბა თქვენ იცით! წარმატებები! ?
პ.ს. ფოტოზე იხილეთ მოქალაქეობრივი შეგნების მაგალითი, დათბა და იზოლაციას დააღწიეს თავი სიცოცხლეზე შეყვარებულმა ფრანგმა ასაკოვანმა გოგოებმა, სავარაუდოდ აცრილებიც არიან, მაგრამ წესების დაცვა არ ავიწყდებათ!”- წერს ქეთი ლოჟანიძე.