LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიის მიმართულებით ამ საკითხის ტირაჟირება არ არის სწორი – მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელში აფხაზეთის “დელეგაციის” ვიზიტზე

88

“მედიის მიმართულებით ამ საკითხის ტირაჟირება არ არის ნამდვილად სწორი, რადგან არანაირი მასშტაბური ღონისძიებები არ ეწყობა,”  – ასე ეხმაურება ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, ბრიუსელში აფხაზეთის ე.წ. დელეგაციის „ვიზიტს“.

“ეს არის ფიზიკური პირების ინდივიდუალური მოგზაურობები და შეხვედრები, რომელიც, რა თქმა უნდა, არანაირად არ არის ევროკავშირის და საერთაშოროსო საზოგადოების და არც ერთი ევროპული ქვეყნის პოლიტიკის შესაბამისი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არის აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს არაღიარების პოლიტიკას. საქართველოს მთავრობა აგრძელებს აქტიურ მუშაობას ამ საკითხზე ყველა პარტნიორ ქვეყანასთან და ორგანიზაციასთან, რათა საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით მშვიდობიანი გზით მოხდეს კონფლიქტის დარეგულირება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა,” – განაცხადა ჯანელიძემ.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ.სავაჭრო-სამრეწველო პალატის „დელეგაცია“ რამდენიმე დღის ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები