LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მივალთ ვადამდელ არჩევნებამდე, აქ შესაძლოა არსებობდეს კომპრომისისთვის სივრცე – სალომე სამადაშვილი

87
BeFunky-collage (15)

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, როგორ მივა ქვეყანა ვადამდელ არჩევნებამდე, ამ საკითხზე შესაძლოა, არსებობდეს კომპრომისისთვის სივრცე. ამასთან, ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციებთან დაკავშირებით, სამადაშვილი ამბობს, რომ ეს მოლაპარაკებებს ხელს არ უშლის.

სალომე სამდაშილის კომენტარს “საზოგადეობრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ კომპრომისისთვის მზად ვართ. ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, ყოველგვარი პირობების გარეშე, „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას იღებს მოლაპარაკებებში. რაც შეეხება სხვა საკითხებზე კომპრომისებს, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ უნდა მივიღოთ პრინციპული გადაწყვეტილება პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულების, პოლიტპატიმრების გათავისუფლების და იმის თაობაზე, რომ ქვეყანას სჭირდება ვადამდელი არჩევნები. რაც შეეხება იმას, როგორ მივალთ ვადამდელ არჩევნებამდე, აქ შესაძლოა არსებობდეს კომპრომისისთვის სივრცე და ჩვენ მზად ვართ, შესაბამისი კომპრომისისთვის.

იმედი მაქვს, „ქართული ოცნება“ გადახედავს საკუთარ პოზიციებს და იმ განწყობით არ მოვა, რომ მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანოს, როგორც ეს დანიელსონის პირველი ვიზიტის დროს მოხდა. ოპოზიციამ არა ერთხელ დაადასტურა შეთანხმების მზადყოფნა“. – განაცხადა სამადაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები