დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში მესამე ტალღის რისკი არსებობს.
მისი თქმით, ბოლო ერთ კვირაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია. გამყრელიძე ამბობს, რომ “ვირუსს დავამარცხებთ მაშინ, როცა მოსახლეობის 70 პროცენტი აიცრება”.
„პირდაპირ გეტყვით, რომ ბოლო ერთი კვირაა, ეპიდსიტუაცია უარესდება. არა ნახტომისებურად, მაგრამ ყველა მაჩვენებლის ზრდა გვაქვს, ერთადერთი, რაც ქვემოთ მოდის, ეს არის სიკვდილიანობა. ამ შემსუბუქების ფონზე ეს პროგნოზირებადი იყო.
სამწუხაროდ, მოსახლეობაში ისევ ჩნდება ილუზია, რომ ჩვენ დავამარცხებ კორონავირუსი. არ დაგვიმარცხებია, დამარცხდება მაშინ, როცა აიცრება მოსახლეობის 70 პროცენტი.
ამიტომ მანამდე ჩვენ ისევ ძალიან მკაცრად გვმართებს პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ხელების ხშირი დაბანა, ძალინ მკაცრად აკრძალვა და თავის არიდება დიდი თავშეყრებისგან.
პირდაპირ ვიტყვი, რომ მესამე ტალღის რისკი არსებობს. ბოლო ერთი კვირაა, შეინიშნება ყველა მაჩვენებლის გაუარესება
თუ ჩვენ არ დავიცავთ რეკომენდაციებს, შეიძლება მარტივად შევიდეთ მესამე ტალღაში. მაჩვენებლები თუ აღარ მოიმატებს და ასე გავივლით აპრილს, მაშინ დიდი ალბათობით, ჩვენ ავცდებით მესამე ტალღას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 450 ახალი დადასტურებული შემთხვევა