დევიდ ბექჰემმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ვისკის ახალ სერიას უშვებს. ამჯერად კი ინტენრეტში ვისკის პირველი ფოტოები ვრცელდება. საინტერესოა, რომ ახალი პროდუქციის რეკლამირებისთვის ბექჰემმა მარტივი გზა აირჩია. 45 წლის ფეხბურთელი ბუნებაში ზის, მას მაგიდაზე ახალი ვისკის უდევს. თავად ბექჰემი ზოლიან პერანგსა და თეთრ შარვალშია გამოწყობილი.
ცნობილია, რომ ახალი ვისკის ფორთოხლის არომატით გამოდის, ის გაყიდვაში უახლოეს პერიოდში გამოჩნდება.