LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 520 დევნილ ოჯახს გადაეცემა

86

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უსასყიდლოდ კიდევ 520 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, დევნილ ოჯახებს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები ქუთაისში, ზესტაფონსა და ზუგდიდში დაუკანონდებათ.

„2012 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უკვე 17 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა და ეს პროცესი გრძელდება“, – აცხადებენ სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები