LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა ქავთარაძე: „ცოტა ხნის წინ, მეგობრებთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, რომ ვაკეთო ის, რაც ყველაზე მეტად მიყვარს…“

144
nikaqavtaradze2904

ნიკა ქავთარაძეს კორონავირუსი ახლახან დაუდასტურდა და ჯერჯერობით მკურნალობის პროცესშია, მაგრამ სოციალურ ქსელში აქტიურობს და წერს, რომ მალე ის თავის საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდება. მანამდე ახალი სტუდიის ფოტოებიც გააზიარა, რომელიც ახლა მზადდება, შესაბამისად, სავარაუდოდ, ის ტელევიზიას ახალი იუმორისტული გადაცემით უბრუნდება.

გთავაზობთ მის სტატუსს:

„…არაფერი იმაზე სასიამოვნო არაა, როგორც სიცილისგან აცრემლებული ასეულობით ადამიანის პირისპირ დანახვა.

ასეთი ადამიანების რიცხვი სულ უფრო იზრდებოდა. ჩვენც არ ვჩერდებოდით.

იუმორი, როგორც პროტესტი – ძალიან წარმატებული აღმოჩნდა.

მაგრამ რაღაც მომენტში ჩავთვალე, რომ გარემო შეიცვალა და მეტი პროტესტი გახდა საჭირო და სასაცილოდ აღარ გვქონდა საქმე. არ ვიცი შევცდი თუ არა, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი, რომ “სიცილისგან აცრემლებული ადამიანების თვალები” ძალიან დამაკლდა მეც და ქვეყანასაც.

დამაკლდა ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი – ხალხის გაბედნიერების “სუპერძალა”

თუმცა მაინც არ ვტყდებოდი – “რა დროს სიცილი და ღლაბუცია, როცა…”

და რაღაც მომენტში მივხვდი, რომ საკუთარ თავს ძალიან ცუდად ვექცეოდი და კიდევ უფრო ცუდად – ათასობით ადამიანს, რომლებიც ჩემგან სულ სხვა რამეს ელოდებოდნენ და მე სრულიად სხვა რამეს ვაძლევდი.

ამიტომ ცოტა ხნის წინ, მეგობრებთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, რომ ვაკეთო ის, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. რაც კიდევ ერთხელ მომცემს შანსს, ბედნიერი სიცილები გავიგონო – დავუბრუნდე ჩემთვის ყველაზე ძვირფას საქმიანობას.

დავუბრუნდე და აღარასდროს ვაქციო მას ზურგი!

ასე რომ მოემზადეთ, მეგობრებო – დიდი ჟრიამული იწყება.

P.S. იმედია, არ მოგიწევთ თქმა – საწყალი ნიკა, რა კაი გეგმები ჰქონდა, რომ არა კორონაო“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები