მიმდინარე წელს „საქართველოს რკინიგზა“ ახალი ვაგონების შეძენას განიხილავს. სავაგონო და ელმავლების პარკის განახლების გეგმებზე კომპანიის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ ისაუბრა.
მისი თქმით, 2021 წელს დაგეგმილია, დაახლოებით, 100 ვაგონის შეძენა. „გვინდა ამით დავიწყოთ ჩვენი სავაგონო პარკის გაჯანსაღება. ასევე ელმავლების პარკი უნდა გავაჯანსაღოთ, საუბარია 3 ელმავალსა და 6 თბომავალზე თავისი მოდერნიზაციით. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას – ლიანდაგს, ელექტროენერგიით მომარაგებას თუ კავშირგაბმულობას, ეს ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს, არ აქვს მნიშვნელობა ტვირთი არის თუ არ არის“, – განაცხადა დავით ფერაძემ.