LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და იყენებს სამხედრო ძალას საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ: იენს სტოლტენბერგი

75
იენს სტოლტენბერგი 1

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, გარკვეული დროა, რუსეთსა და ნატო-ს შორის ურთიერთობები რთულია. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა განმარტა, ამის მიზეზი არის რუსეთის ქცევა, რომელიც  საერთაშორისო კანონმდებლობას არღვევს დაიყენებს სამხედრო ძალას მეზობლების, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ.

ამ განცხადებით, იენს სტოლტენბერგი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ბოლო დროს კიდევ უფრო დაძაბულ ურთიერთობასა და ჯო ბაიდენის მიერ ვლადიმერ პუტინზე გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„გარკვეული დროა, რუსეთსა და ნატო-ს შორის ურთიერთობები რთულია. ამის მიზეზი არის რუსეთის ქცევა, რომელიც არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და იყენებს სამხედრო ძალას მეზობლების, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ.

რუსეთი ასევე პასუხისმგებელია ნატო-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებზე, მათ შორის კიბერთავდასხმებზე, ჩვენს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევაზე და ა.შ,” – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, რუსეთის ასეთმა ქცევამ განაპირობა ალიანსის ყველაზე დიდი ადაპტაცია ცივი ომის შემდეგ, მათ შორის, აშშ-ს ძალების მაღალი მზადყოფნა, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის საბრძოლო დანაყოფების გაგზავნა და დაფინანსების გაზრდა.

“ასევე ვზრდით ძალისხმევას კიბერ თავდაცვის მიმართულებით, რუსეთის ქცევას მკაფიო დაგმობა, მაშინ, როდესაც რუსეთი მშვიდობიან დემონსტრანტებს ესხმის თავს. საბოლოო ჯამში, რუსეთის სახელმწიფოს ქცევაზე პასუხისმგებელია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

ჩვენ ვნახეთ აგრესიული ქმედებები, მათ შორის ოპონენტების მკვლელობის მცდელობა, ნატო ასევე შეშფოთებულია იმ ცნობებით, რომ რუსეთმა ავღანეთში მყოფი ნატო-ს ჯარისკაცების მკვლელობისთვის ჯილდო დააწესა. ეს არის ქცევის ნიმუში, რომელიც მიუღებელია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები