LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია გამორჩეული პოლიტიკური ფიგურა იყო, რაიმეს პროგნოზირება გამიჭირდება: დავით სერგეენკო

57
სერგეენკო

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით,  ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადების შესახებ მან მედიის მეშვეობით შეიტყო. “ქართული ოცნების” წევრის თქმით, მას გაუჭირდება თქმა, თუ როგორი კონფიგურაცია და რა სცენარები შეიძლება იყოს ამის შემდეგ.

სერგეენკოს შეფასებით, გიორგი გახარია გამორჩეული პოლიტიკური ფიგურა იყო და რაიმეს პროგნოზირება რთულია.

„მისი განცხადება დღეს მოვისმინე, რომ არ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას, თუმცა, რაიმეს მოდელირება თუ როგორი კონფიგურაცია, რა სცენარები შეიძლება იყოს, გამიჭირდება თქმა. მან უნდა გააკეთოს თავისი გეგმების პრეზენტაცია, რას აპირებს და ამის მერე უფრო ადვილი იქნება. მართლა არ მაქვს ინფორმაცია, მედიიდან გავიგე, გამიჭირდება პროგნოზირება გავაკეთო“,- განაცხადა დავით სერგეენკომ და დასძინა, რომ ოპოზიცია და პოზიცია პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველია.

„თუმცა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება რა ხედვას წარმოადგენს გიორგი გახარია. ალბათ ეს იქნება ის, რასაც მსჯელობაში უნდა დავეყრდნოთ“,- აღნიშნა ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

“არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც არც პოლიტიკიდან არ წავალ” – გიორგი გახარია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები