Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ENPARD-ის პროგრამის საგრანტო დახმარებამ 500 მლნ ლარს გადააჭარბა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ENPARD-ის პროგრამის საგრანტო დახმარებამ 500 მლნ ლარს გადააჭარბა

119

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის(ENPARD)-ის პროგრამის საგრანტო დახმარებამ 500 მლნ ლარს გადააჭარბა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს არის უპრეცედენტო დახმარების პროგრამა.

“ეს არის უპრეცედენტო საგრანტო დახმარება სოფლის მეურნეობის და სოფლად განვითარების მიმართულებით. ეს არის დახმარება, რომელიც მიდის თითოეულ ჩვენს მოქალაქესთან, რომელიც დაკავშირებულია სოფლის მეურნეობასთან. უკვე 250 ათასი ბენეფიციარი ჰყავს ამ პროგრამას, საგრანტო დახმარებამ უკვე 500 მლნ ლარს გადააჭარბა. საუბარია დახმარებაზე, რომელიც ქმნის ახალ ქართულ პროდუქტს, რომელიც უზრუნველყოფს ახალი ქართული პროდუქციის გაშვებას 500 მილიონიან ბაზარზე და ეს არის მაგალითი, თუ რა კონკრეტული სარგებელი აქვს ევროპული ინტეგრაციის პროცესს საქარათველოს თითოეული მოქალაქისთვის. ეს არის ერთი იმ პროგრამათაგანი, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხრიდან და რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, გაძლიერებას და ჩვენს ევროპულ მომავალს”, – განაცხადა ჯანელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები