LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვარსკვლავური ომების“ მსოფლიო პრემიერა პრინცმა უილიამმა და ჰარიმ გახსნეს (ფოტო)

85

12 დეკემბერს ალბერტ-ჰოლში ლეგენდარული ფილმის „ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი“ პრემიერა გაიმართა. პრემიერა პრინცმა უილიამმა და ჰარიმ გახსნეს, რომლებიც ფილმის მერვე, ფინალურ ეპიზოდში მონაწილეობენ. ცნობილია, რომ ისინი კადრში ბენისიო დელ ტოროსა და დეიზი რიდლისთან ერთად გამოჩნდებიან.

წითელ ხალიჩაზე სტუმრებს იმიტირებული ჩვენებაც მოუწყვეს. ალბერტ-ჰოლის შესასვლელი სავსე იყო რობოტებითა და ფილმის ცნობილი გმირებით. მოწვეულ სტუმრებს შორის ასევე იყვნენ მარკ ჰამილი, დეიზი რიდლი, ლორა დერნი, ბენისიო დელ ტორო, დენი დე ვიტო და სხვა ვარსკვლავები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები