LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკუთარ მშობელს საჯაროდ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მაინც ავცრიდი – გიორგი ჩალაძე

264
გიორგი ჩალაძე

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე აცხადებს, რომ ლეტალური შემთხვევის დაფიქსირების მიუხედავად, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს. „იმედის კვირასთან“ საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ „ასტრაზენეკას“ ​ პრეპარატით საკუთარ მშობელსაც აცრიდა.

„ვნახეთ ძალიან ცუდი ფაქტი. ეს არის ერთეული შემთხვევა მსოფლიოში. საკუთარ მშობელს საჯაროდ მაინც ავცრიდი, ზუსტად ამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით. ძალიან სამწუხარო, მძიმე ფაქტია, თუმცა არ ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევაში გარდაცვალება დაფიქსირდება. არავის და არაფერს არ უნდა მივცეთ საშუალება გააფუჭოს სახელმწიფო სისტემა, რომელსაც ვაქცინაცია ჰქვია“, – აცხადებს ჩალაძე.

შეგახსენებთ, საქართველოში უკვე ერთი კვირაა, რაც ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. სამწუხაროდ ანაფილაქსიური შოკის გამო ახალციხეში 27 წლის ექთანი გარდაიცვალა.

ამავე თემაზე:

რა შეცდომას უშვებენ ანაფილაქსიური შოკის დროს ექიმები და რატომ არაა რეკომენდებული სუპრასტინი – კულუმბეგოვის განმარტება

ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრები დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ

“ცოლი მომიკალით” – გარდაცვლილი მედდის მეუღლე კლინიკის თანამშრომელს დაუპირისპირდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები