LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ნუცუბიძიდსა და ვაშვლიჯვრის დაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდზე ახალი ნაპრალები გაჩნდა, მოსახლეობაში პანიკის დათესვა ხდება: ირაკლი ბენდელიანი

212
Capture.JPG6343514541

დედაქალაქის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის თქმით, დღეს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდზე ახალი ნაპრალები გაჩნდა” სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე განცხადებით, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება მოსახლეობაში პანიკის დათესვას უწყობს ხელს.

ის ასევე აცხადებს, რომ “რიგი ექსპერტების მიერ მიზანმიმართულად ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რომლის მიზანიც საზოგადოების დეზინფორმირება და მოსახლეობაში პანიკის დათესვაა.

„როგორც გასულ დღეებში აღვნიშნეთ, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თბილისის მერია ოპერატიულად მოგაწვდით ინფორმაციას მაჭავარიანის ქუჩაზე და მიმდებარე ფერდზე მეწყრული პროცესის მიმდინარეობის, ჩვენ მიერ მიღებული ზომებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევა-პროექტირება, პარალელურად კი, სპეციალურად შექმნილი ჯგუფის მიერ ხორციელდება 24-საათიანი მონიტორინგი.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ფერდზე გაჩნდა ახალი ნაპრალები. ამასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელი გააკეთებს განმარტებას. სამწუხაროა, რომ რიგი ექსპერტების მიერ მიზანმიმართულად ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რომლის მიზანიც არის საზოგადოების დეზინფორმირება და მოსახლეობაში პანიკის დათესვა.

დღეს კიდევ ერთი განცხადება მოვისმინეთ, თითქოს თბილისის მერია ადგილზე მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევს დამოუკიდებელ ექსპერტებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, როგორც მონიტორინგი, ისე კვლევის სამუშაოები არ შეწყვეტილა არც ერთი წუთით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედგება მაღალი რანგის სპეციალისტებისგან, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

რაც შეეხება გარე პირებს, მათი ადგილზე დაშვება შეზღუდულია, მხოლოდ და მხოლოდ, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე.

როგორც უკვე გაცნობეთ, მომავალი კვირიდან შემოგვიერთდებიან უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც შეისწავლიან მდგომარეობას და ამის შემდგომ დაიგეგმება კონკრეტული სამუშაოები”,-აცხადებს ბენდელიანი.

აეროგადაღების კადრები: როგორ გამოიყურება ვაშლიჯვრის დამეწყრილი ტერიტორია

უნდა შეიქმნას კომისია, რომელშიც საკრებულოს დეპუტატების გარდა, დარგის სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას: ვახტანგ შაქარიშვილი მეწყრულ პროცესებზე

ინფორმაცია, რომ მეწყრული პროცესის გააქტიურების გამო, იგეგმება მოსახლეობის ევაკუაცია, არის სიცრუე და ემსახურება პანიკის დათესვას: თბილისის მერია

ორშაბათს ველოდებით გერმანიიდან სპეციალისტებს – კალაძე მეწყრულ პროცესზე